მმართველი პარტიის მოულოდნელი განაცხადი - რა შემთხვევაში დანიშნავს რიგგარეშე არჩვენებს

მმართველი პარტიის მოულოდნელი განაცხადი - რა შემთხვევაში დანიშნავს რიგგარეშე არჩვენებს "ქართული ოცნება"

არჩევნებიდან 39 დღის შემდეგ მმართველმა პარტიამ დღეს პირველად ისაუბრა იმ შესაძლებლობაზე, რა შემთხვევაში შეასრულებს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. შეთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, რომელიც არჩევნების შედეგებს შეისწავლის. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია ერთპროცენტიან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ ოპოზიციური პარტიები და ამბობენ, რომ რომ დღეს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული შეთავაზება პოლიტიკური სატყუარაა. პოლიტიკური პარტიების თქმით, მათ "ქართული ოცნების" ნდობა არ აქვთ.

ოპოზიციის უმრავლესობისგან განსხვავებით ალეკო ელისაშვილის პარტიაში "ქართული ოცნების" შეთავაზება მმართველი პარტიის მხრიდან უკან დახევად აღიქვეს. ლევან იოსელიანის თქმით, პოლიტიკური სპექტრის მიზანი მოლაპარაკებებიდან მაქსიმალური შედეგის მიღება უნდა იყოს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთადერთი ახალი ინიციატივა არ იქნება, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი შეკრებიდან მალევე მუშაობას დაიწყებს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, დაფინანსებას ვერ მიიღებს ვერცერთი პარტია, რომელიც მანდატზე უარს იტყვის.

Maverick მდააა!

ესეც, ასეეეეეე!

ამომრჩევებლებს არაფერს აღარ გვეკითხებიან?!

გიჟი მიშას და მისი არანაკლებ დარეხვილი შეყოფილ, გამოყოფილ, გადებულ, გადაკრასკული საბოტაჟნიკების ჭკუაზე ხტუნვა კარგს ვერაფერს მოიტანს, მათ ზეწოლას ქვეწოლით პასუხი ე.წ. "სტაბილურობის" გარანტიის მიღწევის მცდელობა უკვე შიზოფრენიის უმაღლეს სტადიაში გადადის!
ხაზინის ქურდები, საქართველოს ტერიტორიების გამყიდველი მოღალატეები ვაბანკზე მიდიან და ქვეყნის ისედაც მყიფე მშვიდობას და უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აქცევენ...!

ამ სიგიჟის დასრულების წამალი მხოლოდ ერთი რამ არის - მათი თავმოყრა და ან საგიჟეში მოთავსება, ან ქვეყნიდან გაძევება!
4 წლის უკან
romani დიახ, ამომრჩევებლებს არაფერს აღარ გვეკითხებიან. არსებობენ მხოლოდ ოცნება, ნაცები და ელჩები, რომელთაც, ეს უკანასკნელნი, თავსხლაფს ასხამენ. ჩვენი ადგილი ამ ტრიუმვირატში არ არის. მე მგონი, ჩვენი დამსახურებაა, რომ პოლიტიკური ველიდან გაქრა ამომრჩეველი, ხალხი, საზოგადოება ( თუ ასეთი ტერმინი კვლავ ნიშნავს რაიმეს).
4 წლის უკან