თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს და მგონია, რომ ამ ხმამაღალ თავდასხმებს დიპლომატებზე ზუსტად ეს საფუძველი აქვს. აქ საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან ოპოზიციის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ზოგი პოლიტიკოსი და პარტია აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს და გამოხატავენ შეთანხმების მიღწევის ინტერესს, სხვებს კი ეს არ მოსწონთ.
„ამიტომ მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ესაუბრებიან და დიპლომატების შუამდგომლობას იყენებენ, უკან ახევინებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ნათელია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, ამ მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსს და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ცდილობენ, სხვა პარტიების გადაწყვეტილებეზე გავლენა იქონიონ. ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ საშუალება გააჩინა, რომ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და მე მგონია, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია ქართული პოლიტიკისათვის, ქართული დემოკრატიისათვის კარგი იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ზეგავლენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.