მხარეებს შორის ნდობის მიღწევის გარეშე, პროგრესის მიღწევა გაცილებით რთულია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დისკუსიების დროს კონფიდენციალობის დაცვაში არადემოკრატიული არაფერია.
„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, ასე მიმდინარეობს ხოლმე მოლაპარაკებები. მხარეებს შორის ნდობის მიღწევის გარეშე, პროგრესის მიღწევა გაცილებით რთულია. ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე არჩეულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აირჩია ამომრჩეველმა, რათა გადალახონ პოლიტიკური ბარიერები. ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც ვცდილობთ დიალოგის დროს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყოველთვის მონაწილეთა არჩევანზეა დამოკიდებული, რომ განიხილონ, რამდენი რამის გასაჯაროება არის კარგი ამ დიალოგის შინაარსის შესახებ და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მონაწილეებთან. მე მინდოდა მეთქვა, ჩვენთვის ცხადია, ისევე, როგორც ეს იყო ცხადი 8 მარტის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დროს, რომ საჭიროა გარკვეული ნდობა, რათა პროგრესს და წარმატებას მიაღწიო“, - განაცხადა ელჩმა.