სოსო მანჯავიძე: „ამ დასკვნას მარილი აშშ-ს და ევროკავშირის ლანძღვა- გინებამ მოაყარა”

სოსო მანჯავიძე: „ამ დასკვნას მარილი აშშ-ს და ევროკავშირის ლანძღვა- გინებამ მოაყარა”

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ოთხი შეხვედრის შემდეგ, ნაცების და მათი მოკავშირეების უსაქციელობის,  სრულიად დესტრუქციული მოქმედებებისა და არაადექვატური ქცევის  ანალიზმა  ფასილიტატორები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქმე აქვთ ერთის მხრივ, დირექტივასთან, რომ შეინარჩუნონ დუღილის ტემპერატურა საგაზაფხულო რევოლუციისათვის, მეორეს მხრივ, სტანდარტულ სიგიჟესთან და ბოლოს, ამ სიგიჟესთან უცნაურად გადახლართულ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან.

ამ დასკვნას მარილი აშშ-ს და ევროკავშირის ლანძღვა- გინებამ მოაყარა.

ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომ პარლამენტი ინიცირებას გაუკეთებს კანონპროექტს რის  მიხედვითაც რეგისტრაცია შეუჩერდება პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ ცენზს- ცხადია, მხოლოდ მის და "ქართული ოცნების" აზრს არ გამოხატავს.

ეს  დასავლეთის კონსოლიდირებული ნებაცაა, რომელმაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტა წერტილი დაუსვას დასავლეთის სახელით რუსული და არამარტო რუსული ინტერესების გამტარი კრინიმალების პარპაშს საქართველოში, რაც  სწორედ  მის ინტერესებს აზიანებს..

ასე რომ არ იყოს, საკონსტიტუციო ცენზი "ნაციონალურ მოძრაობას'' რვა წელია არა აქვს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

იმედია, საქმე ბოლომდე მივა და ამ სიმახინჯეს დავასრულებთ”.