კარლ ჰარცელი: როგორც კი ვიგრძნობ, რომ ჩემი როლი რაიმეს ხელს უშლის ან პროგრესში ვერ ეხმარებათ, მაშინ ჩემი მანდატი უბრალოდ დასრულდება

კარლ ჰარცელი: როგორც კი ვიგრძნობ, რომ ჩემი როლი რაიმეს ხელს უშლის ან პროგრესში ვერ ეხმარებათ, მაშინ ჩემი მანდატი უბრალოდ დასრულდება

ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ფართო პროფილის შეთანხმების მიღწევას. ვფიქრობ აუცილებელი იქნება დისკუსიების შემდგომი გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხდა. კარგლ ჰაერცელმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორი ყველა პოლიტიკური პარტიის თხოვნით გახდა.

„მზად ვარ შევასრულო ჩემი ეს როლი მანამ სანამ პოლიტიკური მხარეებისთვის ჩემი როლი სასარგებლო იქნება. როგორც კი ვიგრძნობ, რომ ჩემი როლი რაიმეს ხელს უშლის ან პროგრესში ვერ ეხმარებათ, მაშინ ჩემი მანდატი უბრალოდ დასრულდება“, - აღნიშნა ჰარცელმა.

მან კომენტარი მოლაპარაკებების დეტალების გასაიდუმლოებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სტანდარტული საერთაშორისო პრაქტიკაა.

„მხარეთა შორის ნდობის აშენების შესაძლებლობის და თავდაჯერების დონის არსებობის გარეშე, ბევრად უფრო რთულია პროგრესის მიღწევა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ დიალოგზე არჩეულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ცხადია საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების სხვადასხვა მხარეთა არჩევანია ის თუ რისი გასაჯაროება უმჯობესი და რა დოზით. ჩვენ ამას სხვადასხვა შეხვედრაზე განვიხილავთ. მე მინდა ერთი ფუნდამენტალური აზრი დავაფიქსირო, რომ ჩვენთვის აშკარაა, როგორც 8 მარტის შეთანხმების მოლაპარაკებების დროს იყო, რომ გვჭირდება ნდობის და თავდაჯერების გარკვეული დონე, რათა მიიღწეს პროგრესი“, - განაცხადა ჰარცელმა.