მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებზე თავდასხმა დაუშვებელია. „ლელოს“ დამფუძნებლის თქმით, ეს მმართველ გუნდსა და ოოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს სერიოზულად აზიანებს.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი და „ლელოს“ პოზიცია. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, კერძოდ ამერიკის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის ელჩს საქართველოში. მათი ძალიან დიდი ძალისხმევით და ენერგიით ხდება გზების მოძებნა და ის ფასილიტაცია, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ყველანაირი თავდასხმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებზე არის მიუღებელი და ესეც ძალიან სერიოზულად აზიანებს ამ პროცესს. ამიტომ, აქაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამონათქვამებისგან და თავდასხმებისაგან, რამეთუ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ საქართველო დაადგეს ნორმალურ განვითარებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.
გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩები გააკრიტიკა.