ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ რადიკალური ოპოზიციის ამბოხს არ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ რადიკალური ოპოზიციის ამბოხს არ დაუშვებს

„რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა არის გამოხატულება იმისა, რომ რდიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ ამბოხია. კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რისი რესურსიც მათ არ აქვთ. „ყველაზე მთავარი პრობლემა პოლარიზაციის მიხეილ სააკაშვილია, რომელიც სამი ტელევიზიით ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას“, - განაცხადა კობახიძემ.