ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების სპეციალისტები არიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ პირველ რიგში ძალიან კარგად იციან, რომ არაფერი გაყალბებულა ამ არჩევნებში. ზუსტად ამიტომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყვნენ ის პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ როგორც გადათვლას, პირველივე დღიდან და კამერების ნახვას. გახსოვთ სპეკულაციები კარუსელებზე. ნახავდნენ კამერებს და დარწმუნდებოდა ყველა, რომ არავითარი კარუსელი არ იყო და ისინი პირველები შეეწინააღმდეგნენ ასევე დებატებს. არ უნდათ გადამოწმება“, - განაცხადა კობახიძემ.