ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება

პარტია „ქართულო ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება, რადგან 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული.

მისივე თქმით, საკმაოდ საინტერესო დისკუსიები გაიმართა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და არსებითად შეჯერებული იყო და, იმედია, საბოლოოდ იქნება პოზიციები საარჩევნო რეფორმაზე.

„დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის პირობა, რომელიც ელჩების თანდასწრებით დავდეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მიმართულებით - არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა საკითხი. ყველა მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებებია და ეს ყველაფერი წარდგენილია ოპოზიციის წინაშე. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli დაამთავრეთ, არ არის საჭირო! რომც შემოვიდნენ ნაც-ევრონაცები წინა მოწვევის პარლამენტში რასაც აკეთებდნენ ის მონაგონი იქნება! მაგალითად, თუ წინაზე რაღაც მყრალი ქაქი მოასხეს სხდომათა დარბაზში, ახლა აზოტიან იპრიტს ან ლუიზიტს მოასხამენ! ძალიან თუ გამწარდნენ შეიძლება შავი ჭირის შტამიც კი გააფრქვიონ! ადრე თუ დაბოქლომებას ცდილობდნენ, ახლა პარლამენტის შესასვლელებთან მგელის და დათვის კარგად შენიღბულ ხაფანგებს დადგამენ და ა.შ.
4 წლის უკან