არსებობს თეორიული შანსი, რომ რაღაც შეთანხმება მოხდეს პარლამენტის პირველ სხდომაზე ოპოზიცია ყველნაირად შეეცდება ამ შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, საჯაროდ არის ცნობილი, რა არის ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არის ახალი არჩევნები პრინციპული საკითხი.
„უბნების ნახევარზე მეტში იყო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა ე.წ. კარუსელის მტკიცებულება. გაყალბებამ იქონია გავლენა მთავრობის ფორმირების საკითხზე, ამგვარი მანიპულაციით მიღებული ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან იქნება პირველ რიგში არჩევნების ინსტიტუტის დამსხვრევა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე თქმით, ქვეყნისა და დასავლეთის ინტერესია, რომ არჩევნები არ გაუქმდეს, არ დაიმსხვრეს არჩევნების მნიშვნელობა.
„ოცნება“ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. ამის შემდეგ, როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ ერთი ორად გაიზრდება ზეწოლა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ წამოსვლა კომპრომისზე, მაინც მოუწევთ საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს, რომ უნდა ჩატარდეს პაკეტში არამხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან არამედ დისკრედიტირებულ პოლიტიზებულ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან. რა კონტურები შეიძლება ქონდეს ამ ცვლილებებს, ამაზეც შეიძლება იყოს დისკუსია იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრივ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდ არის ცნობილი და აქ დასამალი არაფერი არ არის. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ვიდრე თეორიული შანსი არსებობს, პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული, პარლამენტში არშესვლას დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ვერც ერთ შემთხვევაში ტაშს ვერ დაუკრავენ.
„დასავლური ცივილიზაციის ბუნებაა ასეთი, ყოველთვის ჯობია ინსტიტუტების შიგნით ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს არ უდნა დავკარგოთ კონტექსტის აღქმა. კონტექსტი არის ასეთი – პირველ რიგში ინტერესია, მაგრამ დასავლეთის ინტერესიცაა, რომ არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ გაუქმდეს. ჩვენ გვესმის, გაგებით ვეკიდებით ყველა თანამდებობის პირის ძალისხმევისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს გაგებით ვეკიდებით მათ მოტივს, რომ ასეთი ხანძარი მათი მოღვაწეობის ფარგლებში არ მოხდეს საქართველოში. ამავე დროს მთავარი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე და საზოგადოების დაკვეთაც არის ცალსახა“, - განაცხადა კანდელაკმა.