ჩუღურეთის რაიონში, ჩანჩიბაძის N5-ში,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალათბურთო მოედანი ეწყობა.
450 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე, საკალათბურთო მოედანთან ერთად განთავსდება ტრენაჟორები, საპარკე ინვენტარი და დაირგვება ხე-მცენარეები.
მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 133 000 ლარია.