ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების გატარება. პრემიერ--მინისტრის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი დაეთანხმა მას, რომ საქართველოს პრეზიდენტს გააჩნდა გადაჭარბებული უფლებები და საჭიროა ამ უფლებების ლიმიტირება.