შინაგან საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან დოქტორ ელიზაბეტ შერვუდ რანდოლტთან, რომელსაც მინისტრმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკაში 1 თებერვალს დასრულდება.