ჩვენს ყოველდღიურობაში ფინანსური ტექნოლოგიების როლი უფრო და უფრო იზრდება. უკვე მივეჩვიეთ უამრავი სერვისის ონლაინ სივრცეში მიღებას, ვრიცხავთ და ვგზავნით თახას ინტერნეტ-ბანკით, საბანკო ბარათებით ვშოპინგობთ მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული საფულით ვიხდით სხვადასხვა პროდუქციის ღირებულებას და ა.შ. ინოვაციური ტექნოლოგიები გვიადვილებს ცხოვრებას, გვიზოგავს უამრავ დროს და მოსახერხებელს ხდის ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ფინანსური ტექნოლოგოების ან როგორც მას მოკლედ უწოდებენ - ფინტექ-ის აქტიური მიმდევარი საქართველოში თიბისი ფეია, რომელიც მომხმარებელს უამრავ სასარგებლო, საჭირო და ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია თანხის მოთხოვნის ფუნქცია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.
როგორ მოვითხოვოთ თანხა
ალბათ ყველას ხშირად გვქონია სიტუაცია, როდესაც სამეგობრო საერთო საქმისთვის თანხას აგროვებს და ყველა თავს იკავებს ამ საქმის ხელმძღვანელობისგან. ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად გვჭირდება ერთობლივი თანხის შეგროვება, როდესაც გვსურს ლანჩის ერთობლივი დაგეგმვა, მეგობრის დაბადების დღისთვის საჩუქარის შეძენა, კვირის ბოლოს ქალქგარეთ პიკნიკის მოწყობა თუ სხვა მსგავსი შემთხვევები. ამიერიდან თიბისი ფეის თანხის მოთხოვნის უნიკალური ფუნქცია ამ ყველაფერს მარტივს და სასიამოვნოსაც კი გახდის. თუ თანხის მოთხოვნის ან შეხსენების მომენტისთვის თავის არიდება გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ეს ფუნქცია და გაიმარტივოთ ცხოვრება.
თანხის მოთხოვნის სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ თიბისი ფეის მობილურ აპლიკაციაშია წარმოდგენილი. მისი გამოყენება კი სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს -
- მოძებნეთ თიბისი ფეის აპლიკაციაში ღილაკი - თანხის მოთხოვნა;
- მობილურის კონტაქტების სიიდან აირჩიეთ საერთო საქმეში მონაწილე ყველა პირი;
- მიუთითეთ გასაყოფი თანხის რაოდენობა;
- აირჩიეთ ღილაკი - მოითხოვე.
სულ ეს არის. სისტემა ავტომატურად დაუგზავნის ყველა მითითებულ პირს SMS შეტყობინებას, მასში აღნიშნული ბმულით კი ისინი მარტივად შეძლებენ თქვენთვის თანხის დაბრუნებას.
თუ რამდენიმე საათში ან დღეში თანხას ვერ მიიღებთ, ამის შეხსენებაშიც თიბისი ფეი დაგეხმარებათ. დაივიწყეთ ამის გამო უხერხული მომენტების შექმნა და თავიდან აირიდეთ ზედმეტი ფიქრი - აპლიკაციით შეძლებთ თანხის შესახებ შეხსენების ფუნქციის გამოყენებას და არჩეული პიროვნება ხელახლა მიიღებს შეტყობინებას.
თანხის მოთხოვნის ფუნქცის გამოსაყენებლად მონაწილე პირებს არ სჭირდებათ თიბისი ფეის აპლიკაციით სარგებლობა, ამისათვის საკმარისია ნებისმიერი საბანკო ბარათის ქონა, თქვენ კი თქვენს თანხას პირდაპირ საკუთარ ანგარიშზე მიიღებთ.
თიბისი ფეის კიდევ სხვა საჭირო ფუნქციები
თიბისი ფეის მომხმარებელს უამრავი სხვა სასარგებლო ფუნქციით სარგებლობა შეუძლია. რაც მთავარია, სისტემა ხელმისაწვდომია ყველგან, კომპანიის სერვისების გამოყენება რამდენიმე ფორმატშია შესაძლებელი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი - მომენტალური გადახდების სისტემა წარმოდგენილია როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ფართო ქსელით, ასევე 24 საათიანი ვებ-გვერდით tbcpay.ge და მობილური აპლიკაციის სახით.
აქ ერთ ადგილას, ერთ სივრცეში შესაძლებელია 1000-მდე სერვისის გადახდა, რომელსაც 1000-ზე მეტი პროვაიდერი გთავაზობთ. მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა, შექმნას გადახდის შაბლონები, ჩართოს გადახდის შეხსენების ფუნქცია, ისარგებლოს ელექტრონული საფულით, ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადახდების ისტორია, ამობეჭდოს ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითარი და ა.შ. აქ ყველა ოპერაცია მომენტალურად სრულდება, სისწრაფე და სანდოობა მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ფეი ყველგანაა, სადაც საჭიროა გადახდების შესრულება სწრაფი და მარტივი გზით.