დეკანოზი თამაზი მრევლს: არ მოხვიდეთ ეკლესიაში წირვაზე, ილოცეთ სახლში

დეკანოზი თამაზი მრევლს: არ მოხვიდეთ ეკლესიაში წირვაზე, ილოცეთ სახლში

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზი (ლომიძე) მრევლს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტაძარში მისვლისგან თავის შეკავებას სთხოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"მიუნხენის, შტუტგარტის, ნიურნბერგის და ფრანკფურტის მრევლის საყურადღებოდ!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გთხოვთ ყველას:

თუ ვინმეს გაციების რაიმე ნიშნები: ტემპერატურა, ხველა, სისუსტე, თავის ტკივილი ან რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები გაქვთ ან გასულ დღეებში რაიმე შ ე ხ ე ბ ა გქონიათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან, აუცილებლად დარჩით სახლში და არ მოხვიდეთ ეკლესიაში წირვაზე. ილოცეთ სახლში, ეკლესიაში ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას!

ღმერთმა დაგიფაროთ და მხნედ და ჯანმრთელად გამყოფოთ ყველა!", - წერია დეკანოზის Facebook პოსტში.