ემზარ ხვიჩია: კახა ბენდუქიძისგან ორიგინალური აზრი არასოდეს მომისმენია - ლიბერალისტური პლატფორმის დოგმების ექსცენტრული დეკლამატორის დიდ მოაზროვნებდ გამოცხადება სიყალბის ტირაჟირებაა

ემზარ ხვიჩია: კახა ბენდუქიძისგან ორიგინალური აზრი არასოდეს მომისმენია - ლიბერალისტური პლატფორმის დოგმების ექსცენტრული დეკლამატორის დიდ მოაზროვნებდ გამოცხადება სიყალბის ტირაჟირებაა

"კახა ბენდუქიძისგან ორიგინალური აზრი არასოდეს მომისმენია - ლიბერალისტური პლატფორმის დოგმების ექსცენტრული დეკლამატორის დიდ მოაზროვნებდ გამოცხადება სიყალბის ტირაჟირებაა", - წერს ანალიტიკოსი ემზარ ხვიჩია სოციალურ ქსელში.

"ციტატა: "კახა ბენდუქიძის პოსტმა ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მგონია, რომ ბევრი ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს, თუ რამდენი გააკეთა ამ ადამიანმა საქართველოსთვის. მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტი ავიღოთ. ამ უნივერსიტეტმა რეალურად გაზარდა ძალიან მაგარი და წარმატებული თაობა. ამ ადამიანმა დაწერა წიგნი. უფრო სწორედ პატარ-პატარა ჩანახატების კრებული სათაურით "სხვა არჩევანი არ გვაქვს". ეს წიგნი პირველად წლების წინ წავიკითხე. ეს ერთადერთი წიგნია, სადაც მნიშვნელოვან მომენტებს არ ვნიშნავ ფანქრით, იმდენად მნიშვნელოვანია ყოველი გვერდი, ყოველი სიტყვა და მას მერე კიდევ ორჯერ წავიკითხე."

კახა ბენდუქიძისგან ორიგინალური აზრი არასოდეს მომისმენია - ლიბერალისტური პლატფორმის დოგმების ექსცენტრული დეკლამატორის დიდ მოაზროვნებდ გამოცხადება სიყალბის ტირაჟირებაა.

რაც შეეხება თავისუფალ უნივერსიტეტს - უმაღლესი განათლების სფეროდან ეროვნული თვითშეგნების განდევნიაზე და ლიბერალისტური პარადიგმის გავრცელების ხელშეწყობაზე გამიზნული პროგრამის ელემენტია. ამის დამადასტურებელ არგუმენტად საკმარისია იმ ფაქტის დასახელება, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზეც კი პოლიტიკური საგნების სწავლებას ბევრად მეტი დრო ეთმობა და მეტი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, ვიდრე საბჭოურ ხანაში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. სხვათა შორის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დარბევაც ეროვნული თვითშეგნების მთავარი საყრდენი კერის მოშლის მცდელობა იყო - მის საპირწონედ ყოველნაირად შეუწყვეს ხელი თავისუფალ უნივერსიტეტს, ე. წ. ილიაუნს და სხვა წვრილ-წვრილი უნივერსიტეტებს, ლიბერალიზმის გამავრცელებელ კერებად".