ზაალ უდუმაშვილი:  ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე

ზაალ უდუმაშვილი:  ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ დღეს, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ დეკლარაციას, ასევე გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება მთავარი მოთხოვნები.

„ იმ დღეს, როდესაც შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, ჩვენ არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ფართომასშტაბიანი აქციები დღის წესრიგიდან იხსნება, აუცილებლად იქნება, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ. ამ დღეს ოპოზიცია შეიკრიბება, ოღონდ არა მხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში არის ახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაყენებთ 31 ოქტომბრის შემდეგ.

ასევე, პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს ამ მონაცემებით გასულია პარლამენტში, ყველა ეს დეპუტატი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, ეს იქნება ჩვენი აქცია, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

amo ეხ უდუმოვ, უდუმოვ
3 წლის უკან
ძია მიხო მალადეც ზაალ ბატონო! ასეთ განცხადებას ერთი კარგი ქართული მრავალჟამიერი ნამდვილად მოუხდებოდა.
3 წლის უკან
ძია მიხო ან და "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" თაკო ჩარკვიანთან ერთად მშვენიერი მოსასმენი იქნებოდა.
3 წლის უკან