უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში "პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ" შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.