სულიკო კედელაშვილი: “რისკები გათვლაც კი გვზარავს, შიმშილი გველოდებაო ვგოდებთ და ამ დროს კუხნის კომბაინებით და უნიტაზებით დაზურგულები შპალერის რიგში ვდგებით!”

სულიკო კედელაშვილი: “რისკები გათვლაც კი გვზარავს, შიმშილი გველოდებაო ვგოდებთ და ამ დროს კუხნის კომბაინებით და უნიტაზებით დაზურგულები შპალერის რიგში ვდგებით!”

“რაის ომის მომგები ვართ ჩვენ? გადავჯიშდით და საშოვარზე გადადებილი  მაწანწალენივით ვიქცევით!’ - წერს სულიკო კედელაშვილი სოციალურ ქსელში.

‘ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, რისკები გათვლაც კი გვზარავს, შიმშილი გველოდებაო ვგოდებთ და ამ დროს კუხნის კომბაინებით და უნიტაზებით დაზურგულები შპალერის რიგში ვდგებით!

ერთმანეთის გატანა აღარ ვიცით, არანაირ ვალდებულებას არ ვკისრულობთ ქვეყნის და მოყვასის წინაშე.

ხო კაი, დავიზურგებით, მივახორაგებთ სახლში, დავყრით და მერე?

რა იქნება მერე?

მერე გამოვალთ და მთავრობამ გვაჭამოს, გვიმკურნალოს, ტრაკი გამოგვწმინდოს... ხალხი შიმშილით წყდება და რას მიკეთებს ხელისუფლება? ჩემი გადახდილი გადასახადით იღებენ ხელფასს, გლეხი კაცისთვინ არავინ არ არის და ა.შ. ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით გამოვდივართ.

იმის ნაცვლად რომ მოითმინოთ, დავზოგოთ, გადავიტანოთ რამენაირად ეს პერიოდი რობოტი პილასოსის გარეშე. ხომ შეიძლება შენ თუ არა, შენს გვერზე მეზობელს მართლა მოშივდეს, მოაკლდეს, იმას შეეხიდო, ლუკმა მიაწოდო.

არა, ფასდაკლებაა და უნდა ამოვიფხიკო ჯიბეები, ავახაახფუო ეს უსარგებლო (თუნდაც სასარგებლო მარა არა აუცილებელი) ნივთები სახლში. მერე მივადგე ხელისუფალს და იმ გაჭირვებულებისთვის გადადებულ გროშებში ჩავეზიარო!

მიდით ჰო, დოლის და ტიკის გარეშე აბა ვინ გაფრენილა?”..