მაია ცქიტიშვილი: პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება

მაია ცქიტიშვილი: პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება

როდესაც ბალანსზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მისი დაცვა არა მხოლოდ ეკონომიკასა და პანდემიას შორის, არამედ ასევე ქვეყნის  სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას შორის-ასე უპასუხა  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  მაია ცქიტიშვილმა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ გადავადდა 31 ოქტომბრის არჩევნები.

,,პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება, ასევე აუცილებელია ყველა იმ ფუნდამენტური და  ძირითადი მდგენელის შენარჩუნება, რომელსაც კრიზისი ემუქრება, სწორედ არჩევნები და განსაკუთრებით ეს არჩევნები იყო იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაძლოა წინა არჩევნები. მნიშვნელოვანი იყო  იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს იყო პირველი არჩევნები სადაც პრაქტიკულად,  სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით,  ეს იყო  არჩევნები, რომელშიც 9 პარტიამ გაიმარჯვა და 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა საკუთარი ნების გამოსახატად“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან და ცესკოსთან  ერთად აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ არჩევნების დღეს ჩვენს მოქალაქეებს არაფერი დამუქრებოდათ.

,,პოლიტიკური კრიზისის შიში არ არის მიზეზი არჩევნების გადადების, ან არჩევნების არ ჩატარების. დემოკრატია სწორედ ეს არის , რომ ჩვენ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი არჩევანი და გადაწყვიტოს თუ რომელი პარტიის ხილვა უნდა პარლამენტში და რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა რომ დააკისროს პასუხისმგებლობა, როგორც ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, ასევე პანდემიასთან ბრძოლაზე“-აღნიშნა მაია ქციტიშვილმა.