გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანის პირზე გავდივართ, ერთ მხარესაა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხარეს კი ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ისე უნდა მოხდეს დაბალანსება და დანის პირზე გავლა, რომ არც ერთ მხარეს გადავიჩეხოთ და არც მეორეს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, აქ არ არის, რომელიმე კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობა, ნებისმიერი ერთი ადამიანის ადამიანის ქმედებაა განმსაზღვრელი, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ. „მე გაუგებრად მეჩვენება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ისტერია, როგორ გაბედეს მათი დადანაშაულება იმაში, რომ ათასობით კაცის მიტინგზე შეკრებამ, შეიძლება გამოიწვიოს ახალი ეპიდემიოლოგიური კლასტერი დაავადებული ადამინების. გიგი უგულავა ოფიციალურად გუშინ ტელეეკრანიდან კინაღამ გადმოხტა, იმის გამო, რომ მას ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა როგორ დააბრალეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის განცხადებით, სრული არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება. „თუ ოპოზიციას არ აქვს პასუხისმგებლობა, მაშინ თითეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ საფრთხეს უქმნის სხვას. „ნაცმოძრაობის არაფრის მომცემ აქციაზე უნდა წახვიდე, თუნდაც ათასი კაცი შეიკრიბოს, დააავადონ უნდა ერთმანეთი და შედეგიც არ გამოვიდეს, რადგან საზოგადოების დაკვეთა დღეს არაა რევოლუცია და რადიკალიზმი. საზოგადოების დაკვეთაა დღეს ნახოს მრავალპარტიული პარლამენტი. ყველას აინტერესებს როგორ იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო“, - აღნიშნა ახვლედიანმა.