გიორგი ახვლედიანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართული ოპოზიცია იმდენად მძიმე ვითარებაში იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა

გიორგი ახვლედიანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართული ოპოზიცია იმდენად მძიმე ვითარებაში იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა

2008 წელს რამდენიმე პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი და შემდეგ აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს იმდენად მძიმე ვითარება ჰქონდა იმ შეცდომის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა განახცადა.

„2008 წელს რამდენიმე პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი და შემდეგ აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს იმდენად მძიმე ვითარება ჰქონდა იმ შეცდომის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობდა. მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ მოდით, სამომავლოდ მივიღოთ ისეთი კანონი, რომ თუ საპარლამენტო პარტია უარს ამბობს პირდაპირი ფუნქციის - პარლამენტში მუშაობაზე, მას ავტომატურად უარი უნდა ეთქვას დაფინანსების კუთხით. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამართლებრივი ბაზის შექმნა აუცილებელია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

kolxi მომწონს ამ კაცის აზრი...
3 წლის უკან