ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური მოძრაობის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამ თემაზე ის Facebook-ზე წერს.

„პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში. პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის? პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის? საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება? სადეპუტატო იმუნიტეტი? პარლამენტარების ოთახები? მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არდასწრებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან „პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი“.

პ.ს. ეს ისე, სიცხადისთვის. „გირჩი მაინც არ იზამს არცერთს, თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

Aburjga Tasmanieli ამას გაგება აქვს გაუკუღმართებული თორემ სინდისი კი შერჩენია! მოსცილდი ბიჯო მაგ ევრონაცებს და ნაცებს... რას ჩახუტებიხართ?!
4 წლის უკან