ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.
„ადრე, თუ პარტია მიიღებდა ხმათა 3%-ზე მეტს, ის იღებდა დაფინანსებას. თავად ამ პარტიებმა მოითხოვეს, რომ შეეცვალათ დაფინანსების წესი, რომელიც მარტო ხმებზე იქნება მიბმული და არა ფრაქციაზე და სხვა მოდელზე, არამედ იმაზე, რომ პარტია შევიდოდა პარლამენტში, მიიღებდა დაფინანსებას, რადგანპოლიტიკური სუბიექტი მომავალ ოთხი წელში გაძლიერებულიყო და შესძლებოდა 2024 წლის პარლამენტში მოხვედრა. თუ ახლა დაფინანსება მიბმულია საარჩევნო ბარიერზე, სრულიად ლოგიკური იქნება არ მიიღონ დაფინანსება იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც უარს იტყვიან საპარლამენტო მოღვაწეობაზე. რაც შეეხება 14-დან უკვე 10 პარტიის განცხადებას, ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, მერე აუდიტის სამსახური მისწერდა მათ, კიდევ არაფერი მიეწერათ და როგორმე მილიონებს დაუზოგავდნენ სახელმწიფოს. ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან მივიღეთ არჩევნების აღიარება. ვფიქრობ, ასევე მივიღებთ, მანდატების აღიარებასა და პარლამენტში შესვლას ბევრი მათგანისგან, რაც იქნება ძალიან კარგი, რადგან ეს უნდა მათ მილიონ ამომრჩეველს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.