გიორგი კახიანი: მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება

გიორგი კახიანი: მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება

ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ ჩვენთვის წითელი ხაზი რა არის და ის, რომ მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად საერთო კონსესუსურ ვარიანტზე შევჯერდებით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდს უახლოეს დღეებში ვარაუდობენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.