პრემიერი: არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა ადამიანთა იმ რაოდენობით, რომლებიც მივიდნენ და ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას მისცეს

პრემიერი: არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა ადამიანთა იმ რაოდენობით, რომლებიც მივიდნენ და ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას მისცეს

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში, ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ: მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისში, ივლისსა და აგვისტოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 31 ოქტომბერს, მეორე ტური კი 21 ნოემბერს ჩატარდა.