გიორგი გახარიას თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეზღუდვა იმოქმედებს - პირბადის ტარება

გიორგი გახარიას თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეზღუდვა იმოქმედებს - პირბადის ტარება

„ტაქსებთან მიმართებით, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს, გარდა პირბადის ტარებისა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერებაზე, ეს ეხება ყველა სახის მუნიციპალურ ტრანსპორტს. ჩერდება მეტროც“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.