საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთ ექიმზე მაინც ხელმისაწვდომობა არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს, ჯობს დავეკითხოთ, უნებართვოდ არ მივიღოთ წამლები, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, „ღია ეთერში“ განაცხადა.
„პაციენტების 80-85%-ის მართვა სახლში შეიძლება. მაგრამ ადამიანი, რომელიც 10 თვე ისმენდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს საავადმყოფოში ვათავსებდით, ველოლიავებოდით, სანამ ორი pcr ტესტი არ იქნებოდი უარყოფითი არ ვუშვებდით, ზოგიერთი 40 დღეზე მეტხანს იწვა საავადმყოფოში, დააჯერე ახლა ამ ადმიანს რომ 4-5 დღე ექიმი რომ არ ურეკავს, ექიმი არ სჭირდება. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები გატყდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ექიმები, ყველა პლათფორმას ვიყენებთ, მნშვნელოვანია ვუთხრათ ამ პაციენტებს, რომ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთ ექიმზე მაინც ხელმისაწვდომობა არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს, ჯობს დავეკითხოთ, არაინფიცირებული ოჯახის წევრი მივიდეს აფთიაქში, აფთიქარი სერიოზული პროფესიაა და ისიც ექიმია. უნებართვოდ არ მივიღოთ წამლები. ბვერმა გადაწყვიტა, რომ ანტიბიოტიკი უნდა დალიოს, ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ. ექიმთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და ჩვენ ამის შევსებას ვცდილობთ თუნდაც სატელევიზიო ეთერებით. ხშირად მესმის, რომ 4-5 დღეს არ უკავშირდებიან ექიმები, დღეს მაგალითად მითხრეს, რომ ორი ექიმი დაუკავშირდათ ერთად. ყველაფერს შევხედოთ სამართლიანად, არსებობს ხარვეზები და შეიძლებოდა უკეთესადაც ყოფილიყო, მაგრამ ამის განხილვის დრო არ არის, ეს არის ჭკუის სწავლება, ვორიენტირდეთ, რეალურ ახლანდელ პრობლემებზე, რამდენიმე თვე უნდა გავიაროთ მაქსიმალურად დანაკარგების გარეშე “, - განაცხადა კულუმბეგოვმა.