კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 293 თბილისში, 475 კი აჭარაში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 293 თბილისში, 475 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 801 შემთხვევიდან, 1 293 თბილისში, ხოლო აჭარაში 475 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა - 475, იმერეთი - 793, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 232, გურია - 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1124 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6145 პაციენტი. ​კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.