თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა სახლში 2 კაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.