როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 ნოემბერს ქუთაისში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +8 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +2 და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

იწვიმებს სოხუმში, სადაც +8 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდია ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვს, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღე +5 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვს, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +6 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში თოვს, +1 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში თოვს, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+8 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.