„მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათა,მათ შორის თქვენც“ – ნაცმოძრაობაში რღვევა დაიწყო?!

„მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათა,მათ შორის თქვენც“ – ნაცმოძრაობაში რღვევა დაიწყო?!

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ლაშა ცუცქირიძე მეტსახელად “კაა” და მისი თანამოაზრე ზვიად კუპრავა სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდნენ იმ პოსტის გამო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“სამწუხაროა! ბევრად უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ადამიანზე, რომლის პოლიტიკურ წონასაც არა მარტო მე, არამედ მთელი ოპოზიცია ერთად ვქმნიდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ კონსტრუქციული კრიტიკა იმდენად მიუღებელი იქნებოდა ამ ქალბატონისთვის, რომ ასე უცერემონიოდ დამბლოკავდა და არცკი დაფიქრდებოდა იმაზე, რომ მისი დასაყრდენი სწორედ ხალხშია და მისი პოლიტიკური ძალაც, კრიტიკის მეტად ამტანობაში, გამოგიტყდებით და უბრალოდ გამეცინა და არავითარ შემთხვევაში არ გავასაჯაროვებდი ამ ფაქტს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და საკმაოდ საპასუხისმგებლო!

ჩემი და არა მარტო ჩემი ყურადღება მიიქცია ამ ქალბატონის პოზიციამ და მისმა დაუოკებელმა სურვილმა გადეპუტატების, იმ პირობებში როდესაც ირმა ინაშვილისთვისაც კი იმდენად შეურაცხმყოფელია 31 ოქტომბერს მოპოვებული მანდატი, რომ საერთო ოპოზიციურ ფრთას სრული პოლიტიკური რესურსით შეუერთდა და უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ასევე ნინო ბურჯანაძე, რომელიც სრულად აცნობიერებს შექმნილ მდგომარეობას და ურყევად დგას საერთო სახალხო პოზიციაზე, (რის გამოც დიდი პატივისცემა ჩვენგან).

ქალბატონო სალომე! განწყობა უცვლელია და ერთსულოვანი, იმ მილიონამდე ადამიანის, ვინც ბიძინას წინააღმდეგ მისცა ხმა და ამ შემთხვევაში თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათი ხმაც და მათთან ერთად ჩემი განწყობაც თქვენ  სტატუსზე კომენტარის სახით დამეწერა,

კიდევ ერთხელ, მოისმინეთ, გაითავისეთ და მიიღეთ, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს თქვენთვის, დღეს პარლამენტში შესვლა ღალატია და მოღალატეებს გაეცემათ საკადრისი პასუხი!!! მათ შორის თქვენც!” – წერს ლაშა ცუცქირიძე.