ბადრი ჯაფარიძის მოულოდნელი განცხადება: თუ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ

ბადრი ჯაფარიძის მოულოდნელი განცხადება: თუ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„ჩემი პირადი აზრია, რომ თუკი ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ არ მივიღოთ პარტიული დაფინანსება, მაგრამ ყველა პარტია იღებს თავის გადაწყვეტილებას. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებ. ჩვენ ამ თემას ახლა ვიხილავთ პოლიტსაბჭოზე.

რაც შეეხება უახლოეს სამ დღეში კონკრეტულად ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.