მაია ცქიტიშვილი: მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი

ჩვენ ვისმენთ ბიზნესიდან, თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბიზნესები დიდი რაოდენობით ადამიანების დამსაქმებლები არიან. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნეს, რათა ბიზნესმა პირველ რიგში სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს.