არაერთხელ ვთქვით, სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ მივდევთ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ნაკლებად ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველა ქვეყანა ირჩევს წერტილოვან სტრატეგიას, რომელიც უფრო ეფექტიან და კონკრეტულ ზომებს გულისხმობს.
„შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ სრული ჩაკეტვა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომები იქნებოდა ოპტიმალური საქართველოს რეალობისთვის და ზოგადად ქვეყნის სოციალური და ეკონომიკის ნიშნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ წერტილოვან შეზღუდვებზე და ამ შეზღუდვე ის გაფართოებაზე. აქვე, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ზუსტი პროგრამა ხვალ გახდება ცნობილი. „ეს გეგმა ამ ეტაპზე არის 2-თვიანი და მას ხვალ დავაანონსებთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.