ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეუწყდებათ თუ არა იმ პარტიებს დაფინანსება, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

„პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსის გამოყენებით წარმართოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.