ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება.
ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
მარადონას გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მოულოდნელი შეტევა. ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში საკუთარ სახლში იმყოფებოდა თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.