ბონდო მძინარაშვილი:

ბონდო მძინარაშვილი: "რაიონიდან მომწერეს, რომ კოვიდ-ინფიცირებულები, თვითიზოლაციის ნაცვლად, ქუჩაში დადიან! ეს ხალხი ნორმალურია საერთოდ?!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„ბლოკადის დროს ლენინგრადში არცერთი ქართველი არ გადარჩებოდა! რატომ? იმიტომ, რომ საჰაერო დაბომბვის დროს, "სირენის" ხმის გაგონებისას, თავშეფარში კი არ შევიდოდნენ, მშვიდად გააგრძელებდნენ ქუჩაში სეირნობას! როგორ? როგორც ახლა! დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან მომწერეს, რომ კოვიდ-ინფიცირებულები, თვითიზოლაციის ნაცვლად, ქუჩაში დადიან! ეს ხალხი ნორმალურია საერთოდ?!“