გრიგოლ ვაშაძე: ყველა მოთხოვნა ძალაშია

გრიგოლ ვაშაძე: ყველა მოთხოვნა ძალაშია

ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს არის კონსულტაციები, ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რამე შეთანხმება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა მხრივ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ვერაფერს ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება გაიგებს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

amo გრიგოლ ვინ გავარჯიშა ამ შეფასებებში. დიდებულია, აბა არ შეუძლიაო? რას ბლუკუნობსო? იგრძნობა თუ არა საბჭოური კლასი? ეგრე გრიგოლ!
4 წლის უკან