გიორგი ამილახვარი: გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას

გიორგი ამილახვარი: გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას

არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და საერთაშორისო დამკვირვებელი არ მოიძებნება, რომელიც გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და ყველა უკლებივ მოგვიწოდებს ჩვენც და ოპოზიციასაც, რომ შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელსაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და მეორეს მხარეს არის პირშეკრული ოპოზიცია, რომელიც დღემდე ჯიუტად ბოიკოტის რეჟიმშია.

„თუმცა ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მათ შორის ჩვენს ოპონენტებში და ჩვენ გვჯერა, იმ განხილვებზე, რომელიც ახლა დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს, მოხდება ყველა რაციონალურ საკითხზე შეთანხმება. შესაბამისად, გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.