ზურაბ ჯაფარიძე: ელჩები ცდილობენ, იპოვონ გარკვეული გადაკვეთის წერტილები

ზურაბ ჯაფარიძე: ელჩები ცდილობენ, იპოვონ გარკვეული გადაკვეთის წერტილები

ფასილიტატორი ელჩების მხრიდან არის მცდელობა, იპოვონ რაღაცა გადაკვეთის წერტილები და როგორღაც დააახლოონ პოზიციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაში ასევე ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა არის მზადება მესამე რაუნდისთვის, რათა მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და გარკვეული შედეგით დასრულდეს.

„რა გამოვა, ვერ გეტყვით, არც რაღაცა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც რაღაცა პესიმიზმის დათესვა. ტექნიკურ დეტალებს ვერ მოგიყვებით, არა მაქვს უფლება, რომ გამოვიტანო. ვერ გეტყვით ვერაფერს. არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები, ამიტომ ჩემი მხრიდან იქნება დაცული ის პირობა, რომელიც მივეცი ამ ადამიანებს, ამ ხალხის პატივისცემის ამბავია, რომ არ ვილაპარაკო დეტალები გარეთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

amo მერე გამოსდით რამე?
4 წლის უკან