გიორგი ამილახვარი: იმედი მაქვს ორივე მხარე შეძლებს კომპრომისზე წასვლას და იმ საერთო წერტილის გამონახვას, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს ჩიხიდან გამოიყვანს

გიორგი ამილახვარი: იმედი მაქვს ორივე მხარე შეძლებს კომპრომისზე წასვლას და იმ საერთო წერტილის გამონახვას, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს ჩიხიდან გამოიყვანს

პოზიციასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. „ქართული ოცნების“ გუნდი სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, ჩვენს ოპონენტებთან, ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებისთვის, რომლის მესამე რაუნდიც ახლო დღეებში გაიმართება. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ორივე მხარე შეძლებს კომპრომისზე წასვლას და იმ საერთო წერტილის გამონახვას, რაც დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს ჩიხიდან გამოიყვანს და პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში გადაიტანს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა თუ საერთაშორისო დამკვირვებლების პირდაპირი მოწოდებაც არის, გადავიდეთ და გადავიტანოთ პოლიტიკური ცხოვრება სპარლამენტო ტრიბუნაზე. მნშვნელოვანია ორივე მხარემ გავითვალისწინოთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. როგორია მათი დაკვეთა? 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად მათ სურთ თავიანთი ინტერესების მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიებს და წარმომადგენლებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს, შევიდნენ პარლამენტში და გაგრძელდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, - აცხადებს ამილახვარი.

 

Aburjga Tasmanieli მხოლოდ ლობაჩევსკის გეომეტრიაში იკვეთებიან პარალელური წრფეები, ისიც უსასრულობაში!
3 წლის უკან