ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ ვაცნობებთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები რომელი რიცხვიდან ამოქმედდება

ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ ვაცნობებთ მოსახლეობას რა ტიპის შეზღუდვები რომელი რიცხვიდან ამოქმედდება

ვაგრძელებთ შეხვედრებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს 2 ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები და ექსპერტები გვთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს. შეზღუდვები არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი. ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტს და ამ პერიოდის შეფასების შემდეგ, შეიძლება შემოვიღოთ უფრო მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.