ირმა ინაშვილი: 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

ირმა ინაშვილი: 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

უაღრესად ვაფასებ ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის რეალობა უკეთესია, როდესაც პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ვსაჭიროებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და თანამონაწილეობას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები.

„ახლა მიმდინარეობს ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა ინაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო ირმა, არჩევნები ჩატარდა, დამთავრდა! პატრიოტთა ალიანსისათვის ხმები არავის წაურთმევია! ახლა ნაცმოძრაობასთან ერთად ბარაბას გზას ნუ მიუყვებით! მესმის მტკინვეულია, მაგრამ უნდა აღიროთ რომ დამარცხდით. სამარცხვინოდ თანაც! გაგიყალბეს არა ის ... არ გნებავთ კიდევ?!
3 წლის უკან