გიორგი კანდელაკი: სანამ

გიორგი კანდელაკი: სანამ "ქართული ოცნება" იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება

სანამ "ქართული ოცნება" იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე რუსეთს პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, ამ პრობლემის ერთადერთი წამალი არის ის, რომ აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მოხვდეს. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავარი, გენერალური ხაზი არის რუსეთისთვის მაქსიმალური კონფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ ყოველ ჯერზე, როდესაც "ევროპული საქართველო" პარლამენტის რეზოლუციით ცდილობდა, რომ ამერიკის და ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ან დევნილთათვის წართმეული სახლების ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ გაქირავების საკითხი, "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ეს არის ღალატი და ნაგვის ურნაში ისროდა ამ რეზოლუციებს და ინიციატივებს. სანამ "ქართული ოცნება" იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზე, რუსეთს პრობლემა არ შეექმნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხაზი, გენერალური ხაზი, სწორედ ეს არის, რომ რუსეთს ჰქონდეს მაქსიმალური კონფორტი საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა კანდელაკმა

 

 

mamago ახლა ეს ხომ უნდა გადმოიღო და...................
3 წლის უკან
Lolo47 აუცილებლად უნდა გადმოიღო და ცოცხი გაურჭო უკანალში, ამასტან პარალელურად აყურებინო 2008 წლის ვიდეომასალა, რომელსაც ეს „ბრაშკა“ მაშინ ხალხს უმალავდა.
3 წლის უკან
maia dadia უნამუსობას თურმე მართლა არა აქვს ზღვარი! ვისი ბრალია ოკუპაცია? თქვენი პოლიტიკური ამბიციების და დაშაულებრივი ქმედებების ხომ არა?
3 წლის უკან