თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობა დღესაც გაუმჯობესდა - როდის დადგება ფეხზე მთავარი ინფექციონისტი?

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობა დღესაც გაუმჯობესდა - როდის დადგება ფეხზე მთავარი ინფექციონისტი?

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას გუშინ სიცხე არ ჰქონია, თუმცა პნევმონია დარჩენილია.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე საუბრობს.

„კლინიკაში მიდის დაკვირვება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩაუტარდება მორიგი ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება სტრატეგია. ის თავს მხნედ გრძნობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს და დისტანციურად ჩართულია. გუშინ სიცხე არ ჰქონდა და პროგრესი შეინიშნება, თუმცა პნევმონია დარჩენილია. ​რემდესივირს რაც შეეხება, მომდევნო დღეებში კვლევის პასუხებს ელოდება და რა შედეგიც დაიდება, ამის მიხედვით გააკეთებს ანალიზს",- განაცხადა გიორგი ბერიძემ.