საქართველოში მძიმე ახალი წელი გვექნება, ტყუილად არაფერს ვამბობ – გაეროს გენმდივნის მრჩევლის შემაშფოთებელი პროგნოზი

საქართველოში მძიმე ახალი წელი გვექნება, ტყუილად არაფერს ვამბობ – გაეროს გენმდივნის მრჩევლის შემაშფოთებელი პროგნოზი

სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება. მისი აზრით, პროგნოზი უკეთესობისკენ არ იცვლება და თუ რამე არ შეიცვალა, ვირუსის გავრცელების კონტროლის მხრივ, შეიძლება პირიქით, გაუარესდეს კიდეც.

„მე არაფერი შემიცვლია, როდესაც რამეს ვამბობ, მტკიცებულების საფუძველზე ვამბობ, მძიმე ახალი წელი გვექნება, ესეც კიდევ კალკულაციაა, თუ რაღაც ზომები არ იქნა მიღებული სასწრაფოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება და მე იმედი მაქვს, რომ საღი გონება გაიმარჯვებს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.