მღვდელმონაზონი შიო გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზი კორონავირუსია

მღვდელმონაზონი შიო გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზი კორონავირუსია

გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი გარდაიცვალა - მიზეზი სავარაუდოდ კორონავირუსია.

სასულიერო პირის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პრორექტორის თანაშემწემ, ქეთევან ბაია ბოჭორიშვილმა გაავრცელა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციას აზუსტებენ.

გუშინ, კორონავირუსს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარეც ესმეხვერპლა.