მამუკა ნებიერიძე: ”თუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს, მათ აღარავითარი მხარდაჭერა აღარ ექნებათ დემოკრატიული თანამეგობრობიდან. ისინი დარჩებიან მარტონი თავიანთი ენჯეოების ამარა“

მამუკა ნებიერიძე: ”თუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს, მათ აღარავითარი მხარდაჭერა აღარ ექნებათ დემოკრატიული თანამეგობრობიდან. ისინი დარჩებიან მარტონი თავიანთი ენჯეოების ამარა“

”თუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს, მათ აღარავითარი მხარდაჭერა აღარ ექნებათ დემოკრატიული თანამეგობრობიდან. ისინი დარჩებიან მარტონი თავიანთი ენჯეოების ამარა“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი მამუკა ნებიერიძე.

„პომპეოს ვიზიტი პირველ რიგში დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ სამხედრო - პოლიტიკურ ვითარებასთან, გამოწვეულს ყარაბახისათვის ბრძოლის შედეგებიდან. პომპეო ეწვია საფრანგეთს, რადგან საფრანგეთი და თურქეთი დაპირისპირებაში არიან ხმელთაშუაზღვაში მიმდინარე პროცესებთან (საბერძნეთ - თურქეთის დავა გაზის საბადოების კუთვნილების გამო), ეწვია საქართველოს, რადგან საქართველო წარმოადგენს სუბრეგიონულ (სამხრეთ კავკასია) მნიშვნელოვან აქტორს და ეწვევა თურქეთს, როგორც აზერბაიჯანის აქტიურ მოკავშირეს და მზარდი გავლენის მოთამაშეს რეგიონში. ეს საკითხები არსებითია აშშ-სათვის ამ მომენტისათვის.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შესვლა არ შესვლას პარლამენტში,

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ნათლად განაცხადეს:

ჩვენ,  (აშშ )მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი ასე ვთქვათ რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები",

"ჩვენ (აშშ) მოვუწოდებთ ოპოზიციას გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნა. სამწუხაროდ, მათ (ოპოზიციას) და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეყაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ.

გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც მეტად პოპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ, იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვას წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული.

ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე დარღვევების განმეორებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს, მათ აღარავითარი მხარდაჭერა აღარ ექნებათ დემოკრატიული თანამეგობრობიდან. ისინი დარჩებიან მარტონი თავიანთი ენჯეოების ამარა, რომელნიც დასავლეთისგან დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებენ. შედით პარლამენტში! ეგ კარებიც მალე დაიხურება“.

maia dadia 100%
4 წლის უკან