საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5763 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 435 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.